მან გადაიტანა “ისპანკა” და გაუძლო კორონავირუსს – 101 წლის იტალიელი საუკუნის გმირია

მან გადაიტანა “ისპანკა” და გაუძლო კორონავირუსს – 101 წლის იტალიელი საუკუნის გმირია

284
გაზიარება

იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა მრავალთაგან, რომელიც ძნელად უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას. დღეის მდგომარეობით, 80 ათასზე მეტი დაავადებულია. მიუხედავად ყველაფრისა, იტალიიდან პოზიტიური ამბებიც მოგვდის, მაგალითად ის, რომ 101 წლის მამაკაცმა Covid-19 დაამარცხა.

ვინმე ბატონი პ., რომლის სახელსა და გვარს ადგილობრივი მედია არ ასახელებს, სოციალური ქსელის გმირი გახდა. მისით საზოგადოება აღფრთოვანებულია, ვინაიდან მან არა მხოლოდ კორონავირუსი დაამარცხა, არამედ გადაიტანა ე.წ. ისპანკა, რომელმაც 50 მილიონზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამ ფაქტებმა ძალიან მოხიბლა გამომცემლობა Reddit, ვინაიდან როგორც ცნობილია, კორონავირუსი განსაკუთრებით საშიშია მოხუცი ადამიანებისთვის, ხოლო “ისპანკა”, რომლის დროსა იტალიელი მამაკაცი დაიბადა, დაუნდობელი იყო ჩვილების მიმართ.

“გასულ კვირას ბატონი პ. ქალაქ რიმინის კლინიკაში დააწვინეს კორონავირუსის დადებითი ანალიზით. რამდენიმე დღეში კი მან მთელი კლინიკა გააოცა”,- წერს ადგილობრივი მედია.

25 მარტს მოხუცი უკვე სახლში გადაიყვანეს და ის ცნობილი ადამიანი გახდა.

კომენტარი