კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყო

კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვა დაიწყო

64
გაზიარება

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვას დაიწყო. გზის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები დაიხაზება.

საგზაო მონიშვნები მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით სრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ახალი საგზაო მონიშვნები ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში იწარმოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაატარებენ. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად, დადგენილი სქემის მიხედვით შეძლებს გადაადგილებას.

კომენტარი