10 რეკომენდაცია, რომელიც ტაქსით გადაადგილებისას უნდა გავითვალისწინოთ

10 რეკომენდაცია, რომელიც ტაქსით გადაადგილებისას უნდა გავითვალისწინოთ

245
გაზიარება

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია იმ რეკომენდაციებს გვიზიარებს, რომლებიც ტაქსით მგზავრობისას უნდა გავითვალისწინოთ. რეკომენდაციების გათვალისწინებით, მცირდება კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ამ რეკომენდაციების თანახმად, სასურველია:

1.ტაქსის გაჩერებამდე მოვირგოთ რეზინჯის ხელთათმანი;

2.გავიკეთოთ პირბადე;

3.კარი გავხსნათ ხელთათმანიანი ხელით;

4.მძღოლს მისამართი უკანა კარიდან შევუთანხმოთ;

5.ტაქსიში დავსხდეთ უკანა სავარძელზე, მძღოლის სავარძლიდან მარჯვნივ;

6.ჩასხდომისას ჩამოვწიოთ მინა და ვიმგზავროთ ჩამოწეული მინით;

7.თავი შევიკავოთ სალონის ზედაპირზე შეხებისგან;

8.უმჯობესია, თანხა ბარათით ან აპლიკაციით გადავიხადოთ;

9.ნაღდი ანგარიშწორების შემთხვევაში, თანხა გადავიხადოთ მხოლოდ ხელთათმანიანი ხელით;

10.მგზავრობის დასრულების შემდეგ ხელთათმანი მოვათავსოთ პარკში და ჩავაგდოთ ურნაში.

 

 

 

კომენტარი