დაჟანგული ვაგონიდან ოცნების სახლამდე – საოცარი ტრანსფორმაციის ისტორია

დაჟანგული ვაგონიდან ოცნების სახლამდე – საოცარი ტრანსფორმაციის ისტორია

193
გაზიარება

XXI საუკუნეში, საკუთარი საცხოვრებლის შესაძენად, ბევრი იძულებულია დახმარებისთვის ბანკებს მიმართონ. გასაკვირი არ არის, რომ ინტერნეტში უფრო და უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევები იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებენ ხელმარჯვე ადამიანები, ყველაზე უჩვეულო კონსტრუქციებიც კი საცხოვრებელ სახლად აქციონ.

ამერიკელმა მხატვარმა წყვილმა, ასევე, არ ისურვა ბანკიდან სესხის აღება, მაგრამ ახალგაზრდებმა საცხოვრებლის საკითხი ძალიან არატრივიალურად გადაწყვიტეს. დენმა და ანაბელმა ფორტ-კოლინსიდან იყიდეს ძველი სარკინიგზო ვაგონი და იგი მოდურ სახლად გადააქციეს.

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს აგებულ ვაგონს უკვე დიდი ხანია, აღარ იყენებდნენ, თუმცა ახალგაზრდა წყვილმა მას მეორე სიცოცხლე აჩუქა. დენი და ანაბელი საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ, როგორც ეს მხატვრებს შეეფერებოდათ.

მათ გადაწყვიტეს ვაგონისგან თანამედროვე საცხოვრებელი შეექმნათ, ცივილიზაციის ყველა სარგებლით, მაგრამ ამავე დროს შეენარჩუნებინათ მასში არსებული 40-იანი წლების ვინტაჟური იერი.

ვაგონის ინტერიერი ხელოვნურად დაძველებული ხის პანელებითაა გაწყობილი. იმისათვის, რომ ავეჯი ოთახის შესაფერისი ყოფილიყო, წყვილმა ანტიკვარული ავეჯი შეიძინა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დაშენება ვაგონის სახურავზე. შუშის კონსტრუქციის წყალობით, სივრცე უკეთესად არის განათებული და ვენტილირებული, ამიტომ საცხოვრებელი ძალიან მჭიდროდ აღარ გამოიყურება.

ზამთარში, ძირითად, ოთახსა და დაშენებას შორის ისმება შუშის გამყოფი, რათა ვაგონის სახურავიდან სითბო არ გავიდეს.

სააბაზანო ოთახში კედლები ჩვეულებრივი ფილებითაა დაფარული.

კოლორიტული „ბურჟუიკა“-ღუმელი, სინამდვილეში, ტუალეტის „აქსესუარების“ შესანახი კარადაა, საკვამური კი, გამწოვის როლს ასრულებს ოთახის ვენტილაციისთვის.

ამავდროულად, ვაგონს აქვს სრულფასოვანი სანტექნიკა, ცხელი წყალი, მაცივარი და ელექტრო ღუმელი, ამიტომ მასში ცხოვრება არანაკლებ კომფორტულია, ვიდრე ჩვეულებრივ ბინაში.

მთელი სახლის დიზაინი დენმა და ანაბელმა თავად მოიფიქრეს. ვაგონისა და მისი აღჭურვილობის შესაძენად წყვილმა 25-30 ათასი დოლარი დახარჯა.

ეს ისტორია გვიჩვენებს, რომ მოხერხებულობას და ხელმარჯვეობას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მთავარია, დაისახოთ მიზანი, არ შეწყვიტოთ მისკენ სვლა და მაშინ ნამდვილად შეძლებთ თქვენი ოცნებების რეალიზებას.

წყარო:novate

კომენტარი