რას გულისხმობს და რატომ გვჭირდება სოციალური დისტანცია?

რას გულისხმობს და რატომ გვჭირდება სოციალური დისტანცია?

255
გაზიარება

სოციალური დისტანცია მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას არ გულისხმობს, ის სხვათა ჯანმრთელობის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. სოციალური დისტანცია წარმოშობს სივრცეს თქვენსა და გარშემომყოფებს შორის, რაც ახალი კორონავირუსის გადაცემის შანსს ამცირებს. ვირუსი სწორედ ამგვარი გადადების შედეგად  რესპირატორული წვეთების მეშვეობით ვრცელდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვინმე ახლოს მყოფი აცემინებს ან ახველებს. გარდა ამისა, გავრცელება ხშირია იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანი ჯერ გარკვეულ ზედაპირს, შემდეგ კი საკუთარ სახეს ეხება. მსგავს მომენტებში რაც უფრო შორს ვართ ასეთი პირისგან, მით უფრო უსაფრთხოდ ვიმყოფებით. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა არამხოლოდ საკუთარ, არამედ ყველას ჯანმრთელობაზე. ეს საკითხი შეგვიძლია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არსებულ მდგომარეობაში საჭის მართვას შევადაროთ. ასეთ დროს ჩვენ მხოლოდ ავარიისა და საკუთარი თავის დაღუპვის რისკს არ წარმოვშობთ, არამედ ვაჩენთ იმის საშიშროებას, რომ სხვა ადამიანი ვიმსხვერპლოთ.

არსებობს სოციალური დისტანციის სხვადასხვა გამოვლინება. ის გულისხმობს საცხოვრებელ სახლში, ოთახში სხვადასხვა სავარძლებში მოთავსებას. შესაძლებლობის შემთხვევაში, განცალკევებით არსებულ საწოლში ძილს. ოჯახის წევრების მიერ ერთად კვებაზე უარის თქმას.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, იმისთვის რომ თქვენი ხელები საკუთარ სახეს არ შეახოთ. მართალია, რთულია, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ეს არ გააკეთოთ. თუ თქვენ ტაქსით ან სხვა ტიპის კერძო ავტომობილით საქმიანობთ, დააკვირდით მგზავრებს და ეცადეთ ფანჯრის ჩამოწევის პარალელურად, რაიმე საშუალებით გაწმინდოთ ის ზონები, რომლებსაც ისინი ეხებიან. ამ მიდგომით, თქვენ საკუთარი მგზავრების დაცულობას უზრუნველყოფთ. მას შემდეგ, რაც ავტომობილს დატოვებთ რაც შეიძლება სწრაფად დაიბანეთ ხელები. ეს არის საუკეთესო მოქმედება, რაც მსგავსი მოცემულობის დროს შეიძლება გააკეთოთ.

სასურსათო მაღაზიაში სტუმრობისას, უმჯობესია ეს იყოს ხანგრძლივი ერთჯერადი პროცედურა, ვიდრე მრავალჯერადი შემთხვევა, რომელიც მცირე დროს გართმევთ. ყიდვის პროცესში შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ხელთათმანები. სახლში დაბრუნების შემდეგ, შეძენილი პროდუქცია კარგად გარეცხეთ და გადაამოწმეთ. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ ხელების კარგად დაბანა. გახსოვდეთ, ჩვენ ძალიან სტრესული და საზიანო პერიოდი გვაქვს, თუმცა ეს სამუდამოდ არ გასტანს. საბოლოო შედეგის მიღწევაში კი ამ გამოწვევაზე ინდივიდების მიერ გაცემული პასუხი გადამწყვეტია.

კომენტარი