საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა

83
გაზიარება

საქართველოს მასშტაბით დღეს, დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება.

“ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის – მეტროთი გადაადგილება იკრძალება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია გათვალისწინებული და ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანი იქნება, ორი ადამიანი უკანა სავარძელში უნდა იყოს”, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარი