თბილისის მერის მოადგილემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათი გადასცა

თბილისის მერის მოადგილემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათი გადასცა

84
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა.

მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ინდუსტრიული ჰოლდინგი „აი ჯგუფის“ მიერ შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საშუალებებს მოიცავს.

„ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტი გადავეცით. მინდა, მადლობა გადავუხადო „აი ჯგუფს“, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვადასხვა პროდუქტით გვეხმარება. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს. შემდეგში ნობათებს ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალური სახლების ბინადარი 64 ოჯახი მიიღებს.

კომენტარი