ფანასკერტელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფანასკერტელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

52
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩაზე, 112-ე საბავშვო ბაგა-ბაღთან გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

პროექტის ფარგლებში, 2 754 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. ასევე, ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, სადაც დამცავი მოაჯირები დამონტაჟდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 250 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი