დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს დედაქალაქში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

120
გაზიარება

კომპანია “თელასის” ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 2 აპრილს თბილისი ზოგიერთ რაიონში, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება 10 საათიდან 18 საათამდე  გაზაფხულის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

 სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი