ქვეყნები კორონავირუსის გარეშე

ქვეყნები კორონავირუსის გარეშე

357
გაზიარება

2019 წლის დეკემბერში ვუჰანიდან გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა მოიცვა. მაშინ, როდესაც არაერთმა სახელმწიფომ Covid – 19 – ის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით განაცხადა, რამდენიმე მათგანში ჩატარებული ტესტირების შედეგად ნეგატიური პასუხი დააფიქსირდა.

წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომლებშიც კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევები არ დადასტურდა :

პალაუს რესპუბლიკა

პალაუს რესპუბლიკამ ვირუსის შესაძლო შემთხვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა. საქმე ეხებოდა 73 წლის ქალბატონს, რომელიც სამშობლოში ამერიკიდან დაბრუნდა. ტაივანში გაგზავნილმა ნიმუშებმა ვირუსი არ დაადასტურა.

ტონგა

21 წლის ქალბატონი, რომელზეც ეჭვი გაჩნდა, რომ ის შესაძლოა ტონგაში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ყოფილიყო, ჯანმრთელია. გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, იგი ვაიოლას ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ხოლო ნიმუშის ავსტრალიაში გადაგზავნით, ტესტზე ნეგატიური პასუხი დადასტურდა. მოგვიანებით, დამატებითი გადამოწმების მიზნით, ანალიზი ახალ ზელანდიაშიც ჩატარდა და იდენტური პასუხი გამოავლინა.

სოლომონის კუნძულები

სოლომონის კუნძულებმა ვირუსის სავარაუდო გავრცელების შესახებ 10 თებერვალს განაცხადა. არსებობდა ეჭვი, რომ ის გემზე არსებული კონტეინერის მეშვეობით ბელონას პროვინციაში შემოვიდა. ვიქტორიის ინფექციურ ლაბორატორიაში გაგზავნილმა ნიმუშებმა ვირუსი არ დაადასტურა.

ლაოსი

ლაოსის დემოკრატიულ რესპუბლიკაში 50 საეჭვო შემთხვევიდან ტესტზე ყველამ ნეგატიური პასუხი დააფიქსირა.

ლაბორატორიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნულ ცენტრში, პასტორის ინსტიტუტსა და მაჰოსტოს საავადმყოფოსთან არსებულ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში გაგზავნილმა ნიმუშებმა კორონავირუსის შემთხვევა არ დაადასტურა. პასუხი უცვლელი დარჩა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლაბორატორიაში (რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს) გაგზავნის შემდეგაც.

სახელმწიფომ დაიწყო მკაცრი ზომების მიღება და 14 დღიანი კარანტინი გამოაცხადა ყველასთვის, ვისაც გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდება.

მარშალის კუნძულები

ვირუსის შესაძლო შემთხვევის შესახებ მარშალის კუნძულებმა 9 მარტს განაცხადა. საქმე მაურო სითიში მცხოვრებ 66 წლის ქალბატონს ეხებოდა. ჰავაის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაგზავნილმა ნიმუშებმა დადებითი პასუხი არ დააფიქსირა.

ამის შემდეგ, სახელმწფომ აკრძალა მოგზაურობა არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის არიან ჩინეთი, ჰონგ კონგი, მაკაუ, იაპონია, სამხრეთ კორეა, იტალია, გერმანია და ირანი.

ფიჯი

ფიჯიში Covid -19 – ის შესახებ ეჭვი 19 თებერვალს 37 წლის ქალბატონთან დაკავშირებით გამოითქვა, რომელიც სამშობლოში იაპონიიდან დაბრუნდა. რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, იგი მოთავსებული იყო ჩრდილოეთ ფიჯიში მდებარე ლაბასას საავადმყოფოში. მელბურნში მდებარე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლაბორატორიაში გაგზავნილმა ნიმუშებმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი გამოავლინა.

მოგვიანებით, კიდევ 6 ადამიანზე გამოთქმული ეჭვი, რომლებიც ფიჯიში ჩინეთიდან ჩავიდნენ, არ დადასტურდა.

ბარბადოსი

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო შემთხვევების ზუსტი ოდენობა უცნობია, ბარბადოსში აცხადებენ, რომ ყველა მათგანზე პასუხი ნეგატიურია. კოსტა მაჯიკას საკრუიზო გემზე მყოფ სამ პირს, რომლებზეც გარკვეული ეჭვი არსებობდა, ინფიცირება არ დაუდასტურდათ.

ბარბადოსი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მათ შორის, რომლებიც ვირუსის შესამოწმებელი ტესტის კომპლექტით აღიჭურვენ. ტესტები მათ ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციისგან გადაეცათ.

სირია

სირიაში კორონავირუსის სავარაუდო ორ შემთხვევასთან დაკავშირებით არც ერთი დადასტურდა. ადამიანებს, რომელთაც ტესტი ჩაუტარდათ, კონტაქტი ჰქონდათ ირანიდან მყოფ პირთან, რის შემდეგაც მათ გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდათ. ტესტმა მათ პნევმონია დაუფიქსირა.

ამის შემდეგ, სირიის ხელისუფლებამ მთელი რიგი ზომები მიიღო, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან აერიდებინა. შეზღუდვები მოიცავს ტურისტების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, საზღვრების გამკაცრებულ კონტროლს, სამედიცინო და სასაზღვრო პერსონალის შესაბამის ეკიპირებას და ა.შ.

ბოცვანა

ბოცვანაში ინფორმაცია სულ 5 საეჭვო შემთხვევის შესახებ გავრცელდა. 5 თებერვალს მიღებული პასუხების მიხედვით, ყველა მათგანმა ტესტზე ნეგატიური პასუხი გამოავლინა.

პირველ სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშრებით ინფორმაცია 30 იანვარს დარეგისტრირდა და ქვეყნის ჯანდაცვისა და კეთილდღეობის მინისტრის მიერ 31 იანვარს გაცხადდა.

ქვეყანაში ჩინეთიდან ეთიოპიური ავიახაზებით ჩასული პირი იზოლაციაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მისი მონაცემები სრულად გამოიკვლიეს.

მიანმა

მიანმაში ვირუსის სავარაუდო შემთხვევის შესახებ 31 იანვარს გახდა ცნობილი. საქმე ჩინეთიდან ჩასულ სტუმარს ეხებოდა, რომელიც მიანმაში სამხრეთ ჩინეთის ავიახაზებით გუანჯოუდან ჩავიდა. ანადოლუს სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორტზე მყოფი 78 მგზავრიდან, თვითმფრინავის დატოვების საშუალება მხოლოდ 2 მათგანს მიეცა. მიუხედავად ამისა, ტესტზე დადებითი პასუხი არ გამოვლენილა.

ანგოლა

ვირუსის შესაძლო შემთხვევის შესახებ ანგოლაში 29 იანვარს განაცხადეს. პიროვნება, რომელზეც ეჭვი არსებობდა, ჩინეთის მოქალაქე იყო, რომელიც ლუანდას კლინიკაში მოათავსეს. ნიმუშების მიხედვით ტესტმა ვირუსზე უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.

ანგოლამ ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრზე სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა.

აქვე წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, რომელთაც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის შესახებაც კი არ განუცხადებიათ :

ბერუნდი

კომოროს კუნძულები

ჩრდილოეთ კორეა

მიკრონეზია

კირიბატი

მალავი

ნაურუ

იემენი

სენტ – კირსი და ნევისი

სამოა

სიერა ლეონე

სან – ტომე და პრინსიპი

ტაჯიკეთი

თურქმენეთი

ტუვალუ

ვანუატუ

დასავლეთ საჰარა

კომენტარი