ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ყაზბეგის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

86
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N27-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად, 2 400 კვ. მ ფართობზე შადრევანი, LED სანათები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები დამონტაჟდება. ტერიტორია გამწვანდება, მოეწყობა საბავშვო ზონა, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე, გაეცნო.
პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
აღნიშნული პროექტისთვის გაგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 400 595 ლარი.

კომენტარი