ხალხმრავალი ქუჩები და საცობი – კიევი კარანტინიდან 21-ე დღეს

ხალხმრავალი ქუჩები და საცობი – კიევი კარანტინიდან 21-ე დღეს

168
გაზიარება

ეს ფოტოები გუშინ, 1-ელ აპრილს, კარანტინის გამოცხადებიდან 21-ე დღეს გამოაქვეყნა საინფორმაციო სააგენტო strana.ua-მ. როგორც ჩანს, კარგმა ამინდმა, ხელისუფლების მიერ სახლში დარჩენის მოწოდებების მიუხედავად, ხალხი გარეთ გამოიყვანა.

ქუჩები, ვითარების გათვალისწინებით, მაინც ხალხმრავალია. ზოგან საცობიც კი შეიძლება შეგვხვდეს.

ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ყოველდღიურად მოუწდოებს მოსახლეობას, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ დატოვონ საკუთარი საცხოვრებლები და არ იარონ ქალაქის ქუჩებში. კლიჩკომ უკრაინის ხელისუფლებას კარანტინის ზომების გამკაცრებისკენაც მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტმა უკვე გამოაქვეყნა გამკაცრებული საკარანტინო ზომების ახალი სია, რომელიც ძალაში 24 აპრილამდე იქნება. უკრაინელებს ეკრძალებათ ნიღბების გარეშე გამოსვლა და ორზე მეტი ადამიანის ერთად გადაადგილება.

 

კომენტარი