ისნის გამგეობამ სამების ტაძრის შიდა გზების მოწყობა დაასრულა

ისნის გამგეობამ სამების ტაძრის შიდა გზების მოწყობა დაასრულა

107
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობამ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შიდა საგზაო სამუშაოები დაასრულა.

სამების ტაძრის კომპლექსის მთელს პერიმეტრზე საფეხმავლო და სამანქანე გზები მოეწყო, მათ შორის, მამათა მონასტრის, სამრევლო სკოლის, საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის, სახელოსნოებისა და სათბურების მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამ დროისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება პროექტით გათვალისწინებულ ყველა მონაკვეთზე დასრულებულია.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე არქიმანდრიტ იოანეს შეხვდა.

სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის ეზოში შიდა გზების მოწყობა 3 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, რომელიც ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 269 330 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი