ნაძალადევის რაიონში ნობათი 600 ხანდაზმულ მოქალაქეს გადასცეს

ნაძალადევის რაიონში ნობათი 600 ხანდაზმულ მოქალაქეს გადასცეს

100
გაზიარება

ბიზნესსექტორის დახმარებით, დედაქალაქის მერიისა და რაიონული გამგეობების ჩართულობით, კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდებათ.

კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 600 ხანდაზმულ მოქალაქეს გადაეცა ნობათები. საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების ნივთების განაწილებისა და დარიგების პროცესში ყოველდღიურად ჩართულები არიან ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, გამგეობის თანამშრომლები და მოხალისეები.

„ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი კამპანიის ინიციატორები თავდაპირველად იყვნენ მოქალაქეები, საინიციატივო ჯგუფი. შემდეგ თბილისის მერიამ და გამგეობებმა პროცესი განვავითარეთ და გავზარდეთ მასშტაბები. ყოველდღიურად გვერდში გვიდგას ბიზნესსექტორი. კერძო კომპანიები გვამარაგებენ ნობათებით და რაიონების მიხედვით, ვურიგებთ მარტოხელა ხანდაზმულებს, ვისაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. მთავარია, რომ ასაკოვანი ადამიანები დარჩნენ სახლში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ამ ძალიან კარგ საქმეშია ჩართული“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

ბიზნესკომპანიებს, ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა შეუძლიათ ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში.

კომენტარი