როდის გვექნება კორონავირუსის ვაქცინა?

როდის გვექნება კორონავირუსის ვაქცინა?

531
გაზიარება

ბიოტექნოლოგიური კომპანია “მოდერნას” თავმჯდომარის, ნუბარ აფეიანის, განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო ვაქცინის დამზადება მომდევნო ფაზაში ამ გაზაფხულზე გადავა.

“არსებული დინამიური სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტულ თარიღზე საუბარი, რთულია. ვიმედოვნებთ, რომ მეორე ფაზაში ამავე გაზაფხულზე ან ადრეული ზაფხულისთვის გადავალთ, ” – განუცხადა აფეიანმა მეგ ტირელს CNBC- ის ეთერში.

„The Exchange – თან“ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ მიღწეული წარმატება მესამე ფაზაში გადაგვიყვანს.

Covid – 19 – ის ვაქცინის შემუშავებისა და დაჩქარების მიზნით,  “მოდერნამ” პარტნიორობა ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს გაუწია. ვაქცინის მზადების პირველი ფაზა სიეტლში მარტის შუა რიცხვებში დაიწყო.

როგორც თეთრი სახლის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ასევე ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ენტონი ფაუსიმ განაცხადა, პროცესი რეკორდული სიჩქარით წარიმართა. მისივე თქმით, ვაქცინა მზადების პროცესშია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 12 -18 თვეში იქნება.

ვაქცინის შექმნის მნიშვნელობა იზრდება, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე 981 000 ადამიანზე მეტია ინფიცირებული. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კი Covid 19 – მა 50 000 ადამიანი შეიწირა.

აფეიანი, რომელიც “Flagship Pioneering – ის” აღმასრულებელი დერექტორია, 2010 წელს დაეხმარა კემბრიჯს, რათა ერთობლივი თანამშრომლობით “მოდერნა” შეექმნათ.

იგი იმედოვნებს, რომ ვაქცინის შემუშავებაში ისეთი კომპანიებიც ჩაერთვებიან, როგორიც არის “Johnson & Johnson” და სხვა, რაც უფრო ეფექტურ შედეგს მოიტანს არსებული გამოწვევის გასამკლავებლად.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა წარმატებას მიაღწევს, რადგან მსოფლიოში ამ ტიპის ინტერვენციებზე არსებული მოთხოვნა ბევრად აღემატება იმას, რისი შეთავაზებაც ერთ ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.” – თქვა მან.

კომპანია “Johnson & Johnson – ში” ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი COVID – 19 – ის ვაქცინის ექსპერიმენტული კვლევის ადამიანზე დაწყებას სექტემბერში იმედოვნებენ.

სხვა კომპანიები COVID – 19 – ის სამკურნალოდ წამლის შემუშავებას ცდილობენ.

საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის კომისარმა, სკოტ გოთლიბმა ხუთშაბათს CNBC- ს განუცხადა, რომ იმედოვნებს,  ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული დაჩქარებული რეჟიმი  COVID – 19 – ის სამკურნალო პრეპარატის შექმნამდე მიგვიყვანს.

კომპანიების “Pfizer” და “Illumina” ბორდის წევრისა და “CNBC- ის” კონტრიბუტორისგოთლიბის მტკიცებით, ვაქცინა გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული გამოსავალია, ხოლო წამლის დამზადება უფრო სწრაფად შეიძლება.

”ეს ვირუსი არ გაქრება. ის აპირებს გავრცელდეს მთელს მსოფლიოში და შეცვალოს ჩვენი ცხოვრება მანამ, სანამ არ გვექნება სამკურნალო საშუალება, რომელიც მისი გავრცელების შიშს საბოლოოდ გააქრობს” – განაცხადა გოთლიბმა.

კომენტარი