ლევან დავითაშვილმა და ირაკლი აბუსერიძემ  შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცეს 

ლევან დავითაშვილმა და ირაკლი აბუსერიძემ  შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცეს 

79
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ლევან დავითაშვილმა, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტის წევრ, ირაკლი აბუსერიძესთან ერთად,  რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს,  მარტოხელა მშობლებსა და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და პირბადეები გადასცა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კამპანია „დარჩი სახლში სიცოცხლისთვის“ საგანგებო რეჟიმის დასრულებამდე გაგრძელდება და  დახმარებისას პრიორიტეტი,  ყველა იმ ადამიანს მიენიჭება,  ვინც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით ვერ სარგებლობს და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

,,ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესია.  ხელისუფლება, ბიზნეს სექტორი და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც ზრუნვა ყველაზე მეტად  სჭირდება.  სოციალური კამპანიის ფარგლებში, ეტაპობრივად ვეხმარებით მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. მერიის პროექტის თანახმად,  ხანდაზმული, 70 წელს გადაცილებული მოხუცები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ირიცხებიან, სახელმწიფოს მხარდაჭერით უკვე  სარგებლობენ.

ამ ეტაპზე, ჩვენ აქცენტი იმ მოქალაქეებზე გავაკეთეთ, ვინც სოციალურ შემწეობას არ იღებს და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაციების სრული დაცვით მოვინახულეთ ასეთი ოჯახები და  საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადავეცით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თბილისის საკრებულოს წევრმა, პირბადეებით უზრუნველყოფისთვის,  კომპანია   ,,ქარგილს“ მადლობა გადაუხადა.

კომენტარი