Coronavirus Art – „სამყარო ზუსტად ახლა იცვლება და მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება“...

Coronavirus Art – „სამყარო ზუსტად ახლა იცვლება და მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება“ (ფოტოკოლაჟი)

171
გაზიარება

მარტის ბოლოს რუსმა ხელოვანმა ევგენი რუსაკმა ახალი Telegram-არხი შექმნა სახელად Coronavirus Art, სადაც ყოველდღიურად თვითიზოლაციაში მყოფი ხალხის პორტრეტებს და კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს აქვეყნებს.

„ახლა მე ვხატავ. ვხატავ მათ, ვინც ამ კორონავირუსს ჩემს ქალაქში ხვდება. ვხატავ იმიტომ, რომ მგონი, სამყარო ზუსტად ახლა იცვლება და ალბათ, მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ის ხალხი, ვინც სიამაყით ატარებს პანდემიამდე ნაყიდ პირბადეებს, ვინც ტონობით იყიდა ბურღულეული, ვინც უფასო შვებულებაში გავიდა და შიშით ელოდება სამსახურიდან გათავისუფლებას – ისინი მხოლოდ ახლა არიან ასეთები“,- წერს მხატვარი.

კომენტარი