ევროპა და აშშ „შიმშილის თამაშებისთვის“ ემზადება

ევროპა და აშშ „შიმშილის თამაშებისთვის“ ემზადება

438
გაზიარება

მილიონობით ადამიანს, ვინც იძულებულია, კარანტინის გამო, სახლში იჯდეს, სახსრები და მოთმინება ელევა. ნობათის უკმარისობამ, რაც ლოჯისტიკის ჯაჭვის ნგრევამ განაპირობა, შესაძლოა მასობრივი არეულობა მდიდარ ქვეყნებშიც კი გამოიწვიოს. ევროპასა და ამერიკაში სოციალური კონფლიქტი უკვე მწიფდება.

შიმშილის თამაშები

„COVID-19-ის პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. არაეფექტური პოლიტიკური გადაწყვეტილებები სამეწარმეო კრიზისს უწევს პროვოცირებას და ეს ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. მსოფლიოში საკმარისზე მეტი ნობათია, რათა ყველა გამოვკვებოთ, მაგრამ შესაძლოა გარკვეულ ადგილებში ეს პროდუქტები მიუწვდომელი გახდეს“,- განაცხადა გაეროს სამეწარმეო და სოფლის მეურნებობის გენერალურმა დირექტორმა, ციუი დონგიუმ.

„ჩვენ ზღვარზე ვართ“

საზღვრების დაკეტვის გამო, მუშახელი, დაბალი საფეხურის თანამდებობებზე აგროსამეწარმეო კომპლექსებში, რომლებიც, ტრადიციულად, მიგრანტებს ეკუთვნოდათ, კატასტროფულად შემცირდა. ფერმებში ვერავინ იღებს მოსავალს, თითქმის არავინ დარჩა ხორცის კომბინატებში და ასევე, ვერავინ ეწევა საქონლის დისტრიბუციას, რაც დიდ პრობლემებს ქმნის.

იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობაში კოლაფსს თავი აარიდონ, ევროკავშირმა, ეპიდემიის ფართო გავრცელების რისკების მიუხედავად, „კრიტიკულად საჭირო მუშახელს“ ევროპაში შესვლის ნება დართო. მათ შორის არიან სეზონური მუშები მოსავლის ასაღებად და სატვირთოების მძღოლები.

მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ დაეხმარება ადგილობრივებს ფულის შოვნაში. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც იტალიის ქალაქ პალერმოს მკვიდრი ყვება, რომ სამკვირიანი კარანტინის, შესაბამისად, უმუშევრობის შემდეგ, მას ერთი ცენტიც აღარ დარჩა, მის შვილს კი, პურის ბოლო ლუკმაღა შემორჩა.

„უკვე 15-20 დღეა, რაც ადამიანები ჩაკეტილები არიან. ისინი ზღვარზე დგანან. თქვენ ამას ინანებთ, აქ რევოლუცია მოხდება”,- ამბობს მამაკაცი ვიდეორგოლში.

პალერმოს მერმა, ლეოლუკა ორლანდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხრეთ იტალიაში მასობრივი არეულობების რისკი ძალიან მაღალია, ვინაიდან მოქალაქეების უკმაყოფილებას კრიმინალური სტრუქტურები გამოიყენებენ, რათა ქვეყნაში დესტაბილიზაცია მოახდინონ.

“რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლები რესურსი რჩება. ხალხის ცოტაოდენი დანაზოგი გამოილია. მალე სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები დაიწყება“,- დარწმუნებულია ორლანდო.

დროის საკითხი
ამერიკელ ექსპერტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ აშშ-ში ვითარება მალე „იტალიური სცენარის“ მიხედვით განვითარდება. ამას, როგორც მინიმუმ, სამი ფაქტორი უწყობს ხელს:
პირველი – ფინანსური. ორი კვირის მანძილზე მიმართვიანობა დახმარებისთვის, უმუშევრობის გამო, 10 მილიონს მიუახლოვდა. აპრილში ეს მონაცემები, სავარაუდოდ, სამჯერ გაიზრდება.
როგორც DailyMail იუწყება, მხოლოდ ლოს-ანჟელესში, ერთ-ერთ სოციალურ სასადილოში მიმართვიანობა სამჯერ გაიზარდა. საქველმოქმედო ორგანიზაციები გადატვირთულები არიან დახმარების შესახებ თხოვნებით და მათი ფინანსური რესურსებიც ილევა. ასე რომ, მილიონობით ამერიკელს მალე საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად ახალი ხერხების მოძებნა მოუწევს და ეს ყოველთვის კანონის ფარგლებში ვერ მოხდება.
მეორე ფაქტორი – პროდუქტების დეფიციტი. ამერიკულ სასურსათო მაღაზიებს ჯერ კიდევ არ აღუდგენიათ მარაგი მარტში მომხდარი „პანიკური შეტევის“ მერე, როდესაც მომხმარებლებმა მაღაზიები, პირდაპირი მნიშვნელობით, დაცალეს. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვინც დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდი იყიდა. როგორც წესი, ამერიკელების 36% სახლს გარეთ – კაფეებსა და რესტორნებში იკვებება, მაგრამ კარანტინის გამო, ეს სივრცეები დაკეტილია და ახლა საკვებს ყველა სახლში ამზადებს. შესაბამისად, პროდუქტებს სუპერმარკეტებში ყიდულობენ. ამერიკის სავაჭრო სისტემა კი ამაზე არ არის გათვლილი.
მესამე კი ისაა, რომ ეპიდემიამ ბევრი სახელმწიფო სტრუქტურის მუშაობა შეაფერხა, მათ შორის, სამართლებრივის. ასობით პოლიციელი ნიუ-იორკში, დეტროიდში, ლოს-ანჟელესა და სხვა ქალაქებში COVID-19-ით დაავადდა. იმისთვის, რომ ახალ დაინფიცირებას თავი აარიდონ, ადგილობრივი ხელისუფლება ზღუდავს პოლიციის დანაყოფების გასვლას რიგ შემთხვევებზე.

კომენტარი