მთაწმინდაზე სახლს კაპიტალურად გაამაგრებენ

მთაწმინდაზე სახლს კაპიტალურად გაამაგრებენ

75
გაზიარება

მთაწმინდაზე, თხინვალის შესახვევის N5/8-ში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება.

სამუშაოები ითვალისწინებს შენობის კონსტრუქციული ელემენტების (საძირკველისა და მზიდი კედლების) არმირებასა და ბეტონირებას. ასევე, ფანჯრების ღიობები მოჩარჩოვდება და სეისმური სარტყელი მოეწყობა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 7 ოჯახი ცხოვრობს.

პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 87 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი