ჟინვალის ქუჩის მიმდებარედ არსებული ფერდობი გაამწვანეს

ჟინვალის ქუჩის მიმდებარედ არსებული ფერდობი გაამწვანეს

105
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟინვალის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახოციელებს.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 5.7 ჰექტარია, ჯამში, 9460 ძირი, არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე დაირგვება: მინდვრის ნეკერჩხალი 2523 ძირი, კავკასიური აკაკი 2523 ძირი, ჩვეულებრივი ნუში 2523 ძირი და ჰიმალაის კედარი 1892 ძირი.

მწვანე ნარგავების დარგვის პროცესში ასევე, განხორციელდა ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანის სამუშაოები. ამასთან, სამსახური ტერიტორიაზე სარწყავის სისტემის მოწყობის სამუშაოებსაც ახორციელებს.

კომენტარი