როგორ განვასხვავოთ Covid 19 ალერგიისგან?

როგორ განვასხვავოთ Covid 19 ალერგიისგან?

254
გაზიარება

დღესდღეობით ჩვეულებრივი ხველა ან ცემინება განგაშის ზარის საფუძველია, რადგან ადამიანებს Covid 19 – თან დაკავშირებული ეჭვები იპყრობთ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემიის გარდა, ახლა ალერგიის სეზონია. ექსპერტების თქმით, წელიწადში მხოლოდ ამერიკაში, 20 – 40 მილიონი ადამიანი იტანჯება ალერგიით, რომელიც, როგორც წესი, ივნისის თვეში ნელდება.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება სტანდარტულ ალერგიებსა და Covid – 19 – ს შორის. Covid – 19 – ით დაავადებული პაციენტების 90 % – ს აღენიშნება ცხელება. მორიგი განმასხვავებელი ფაქტორი არის ცემინება, რომელიც ალერგიებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია და ზემოხსენებული კორონავირუსის გამოვლენასთან არ არის დაკავშირებული. ექიმი მედელინ შოუბერგი ამბობს, რომ ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია : თვალის ქავილი, გაჭედილი და სველი ცხვირი. თუ ღელავთ და ვერ გაგირკვევიათ თუ რას მოასწავებს თქვენ მიერ გამოვლენილი სიმპტომები, გირჩევთ გაესაუბროთ ექიმს. რაც შეეხება ალერგიასა და კორონავირუსს შორის არსებულ განსხვავებულ ფაქტორებს, პირველ რიგში ეს არის ცხელება, რომელიც ალერგიის შემთხვევაში არ ვლინდება. თუ თქვენ გიჭირთ სუნთქვა, რთულად საუბრობთ და გაჭირვებით გადაადგილდებით, უმჯობესია დაუკავშირდეთ ექიმს.

ექიმი შოუბერგის თქმით, ყურადღება უნდა მივაქციოთ სხეულის ნებისმიერ წერტილში არსებულ ტკივილებსა და ზედმეტ გადაღლილობას. თქვენ შეგიძლიათ სეზონური ალერგიები ხანგრძლივ, თუმცა, ზომიერ მოვლენად მიიჩნიოთ, რადგან, შესაძლოა სიმპტომები არ იყოს მძიმე, მაგრამ მათმა მოქმედებამ სამუდამოდ გასტანოს.

Covid 19 კი ძალიან მწვავე დაავადებაა. პაციენტი სიმპტომებს 2-14 დღის ფარგლებში ავლენს და შემდგომ, აღნიშნული სიმპტომები 10-14 დღის განმავლობაში აქტიურად ზემოქმედებენ. რაც შეეხება ყნოსვის დაქვეითებას, ის შესაძლოა კორონავირუსის ნიშნად განიხილოთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მწვავე ალერგიებისთვისაც არის დამახასიათებელი.

კომენტარი