ევროპის ქუჩაზე ჭადრებს რგავენ

ევროპის ქუჩაზე ჭადრებს რგავენ

101
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ევროპის ქუჩაზე გამწვანების სამუშაოებს განაგრძობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 მეტრზე მაღალი ჭადრის 44 ძირი ხე გასული წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში უკვე დაირგო. სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ჯამში 200-მდე ჭადრის ხე დაირგვება, რომლის ღეროს გარშემოწერილობა 40 სანტიმეტრია.

დედაქალაქის მასშტაბით, სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

კომენტარი