ექიმების კამპანია, რომელიც პაციენტებს მძიმე წუთებს უმსუბუქებს

ექიმების კამპანია, რომელიც პაციენტებს მძიმე წუთებს უმსუბუქებს

133
გაზიარება

ალისია ჰოტისის მიერ დაწყებული განწყობის ასამაღლებელი კამპანია, რომელიც ნიუ იორკში არსებულ ელისის საავადმყოფოში მუშაობს, Covid – 19 – ით ინფიცირებულ პაციენტებსა და ადგილობრივ მშრომელებს მძიმე წუთებს უმსუბუქებს.

„თქვი რამე პოზიტიური“ ეს არის კამპანიის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ცდილობენ თეთრ დაფებზე გაკეთებული წარწერებით ერთმანეთი და პაციენტები გაამხნევონ.

დადებითი შეტყობინებების გარდა, საავადმყოფოში დასაქმებულებმა თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ თანამოქალაქეებს სხვადასხვა ფრაზებითა და ნახატებით გაფორმებული გამოჯანმრთელების ბარათები და შეკვრები დაურიგეს.

„თავს მარტოსულად არავის ვაგრძნობინებთ, ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ მათთან ვართ.“ – აცხადებს ალისია.

კომენტარი