თბილისის საკრებულოს უმრავლესობის  წევრები 400-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საკვებ პროდუქტს გადასცემენ   

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის  წევრები 400-მდე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს საკვებ პროდუქტს გადასცემენ   

79
გაზიარება

სოციალურად დაუცველი,  მრავალშვილიანი ოჯახების (ოთხი და მეტი შვილი)  დასახმარებლად,  დღეს თბილისის საკრებულოს პროდუქტები კომპანიების „ტერასა ჯგუფის“ და „ბასა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა გადასცეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები, კომპანიების  მიერ შემოწირულ სურსათს  სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) გადასცემენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, ნობათი დღეს 400-მდე ოჯახს დაურიგდება. როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, თბილისის საკრებულო,  კერძო სექტორის დახმარებით,  სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს.

„დღეს ორმა კომპანიამ  სასურსათო პროდუქტები გადმოგვცა, რომლებსაც ჩვენი მაჟორიტარები  სოციალურად  დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებში დღესვე დაარიგებენ. მინდა,  მადლობა გადავუხადო  ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ჩართულია თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ აქციაში. იმედს ვიტოვებ, რომ სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდებიან და უახლოეს პერიოდში ყველა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს მივუტანთ დახმარებას“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა  კი კამპანიაში ჩართვისთვის  კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, თბილისის საკრებულომ დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ  მრავალშვილიან ოჯახებზე აიღო პასუხისმგებლობა და პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

„თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას განაგრძობს.  დღეს „ტერასა ჯგუფისა“ და „ბასა გრუპის“ წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები გადმოგვცეს. ნობათი მაჟორიტარი დეპუტატების მიერ თბილისის მასშტაბით დარიგდება.  კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და დახმარებას მიიღებს ყველა ის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი, ვინც ამას საჭიროებს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარი