როგორ მკურნალობენ კორონავირუსს დისტანციურად – რეალური ისტორია

როგორ მკურნალობენ კორონავირუსს დისტანციურად – რეალური ისტორია

200
გაზიარება

მსოფლიოში ასობით ადამიანი, ვისაც COVID-19 დაუდასტურდა, მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. დაავადებულებს მუდამ აკითხავენ მედიკოსები და ბინის სადეზინფექციო წმენდასაც უზრუნველყოფენ. იზოლაციაში მყოფისთვის საკვები ახლობლებს და მეგობრებს მოაქვთ. პაციენტები სარგებლობენ „სატელეფონო მედიცინის“ მომსახურებით. დღეს შემოგთავაზებთ 24 წლის მოსკოველი ანას ისტორიას და მოგიყვებით კორონავირუსის სახლში მკურნალობის რეალურ ამბავს, პირველი სიმპტომებიდან დაწყებული…

„შემეშინდა, როდესაც ნახველში სისხლი შევამჩნიე“

„ზუსტად ვერ ვიტყვი, სად დავინფიცირდი, რადგან თებერვალში გერმანიიდან ჩამოვედი, მაგრამ მაშინ ვირუსს არავინ უყურებდა სერიოზულად“,- ყვება ანა. მისი ვარაუდით, ის სამსახურში დაინფიცირდა, ვინაიდან მისი პროფესია ბევრ ხალხთან ურთიერთობას გულისხმობს. როდესაც პირველი სიმპტომები აღენიშნებოდა, გოგონამ იფიქრა, რომ უბრალოდ გაცივდა.

“თავიდან სიცხემ ამიწია, შემდეგ ხველა დამეწყო, ეს უქმე დღეებში ხდებოდა, ამიტომ სახლში დავრჩი”,- იხსენებს ანა.

გოგონას მხოლოდ მაშინ შეეშინდა, როდესაც მას COVID-19-ის ერთ-ერთი იშვიათი სიმპტომი აღმოაჩნდა.

“შემეშინდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნახველში სისხლი შევამჩნიე. სასწრაფო გამოვიძახე. მაშინვე ამიღეს ანალიზი და მირჩიეს, სახლში დავრჩენილიყავი. ასეც მოვიქეცი”,- ამბობს ანა.

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ გოგონასთან მედიკოსები დამცავი აღჭურვილობით გამოცხადდნენ. დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა, ამიტომ ის სახლში დატოვეს და სტანდარტულ მკურნალობას უტარებდნენ. თავიდან გოგონას შეეშინდა, რადგან კორონავირუსის დიაგნოზი დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ საზარლად ჟღერს. გარდა ამისა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა აერიდებინა თავი გარეთ გასვლისგან, საჭირო წამლებისა და საკვების მოსატანად.

„კვირაში რამდენჯერმე მოდის სპეციალური ადამიანი, რომელიც სადარბაზოს და ჩემს ბინას დეზინფექციას უტარებს”,- ყვება ანა.

თანდათან გოგონა ახალ რეალობას მოერგო. ის მარტო დიდი ხნით მაინც არ რჩება, მასთან ხშირად მიდიან მედიკოსები.

მკურნალობა სახლის პირობებში – უცხოეთის პრაქტიკა

დაავადებულს არ შეუძლია ჰოსპიტალიზაციაზე უარი უსაფუძვლოდ თქვას. გადაწყვეტილებას სამედიცინო მუშაკი შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით მიიღებს:

პაციენტები, რომლებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებიან, ნებისმიერ შემთხვევაში, საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმე ეხება ორსულ ქალებს, ხანშიშესულებს 65 წლიდან და ზევით და ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს (გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი გზების დაავადება ან მაგალითად, ასთმა).

მათთვის, ვინც არ ხვდება არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფში, შემუშავებულია სპეციალური, სახლში მკურნალობის ალგორითმი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ყველა პაციენტი სახლში მაინც არ დარჩება.

ჰოსპიტალში მოხვედრის შემდეგ, მათ, ვინც რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, დადებითი დინამიკის შემთხვევაში, სახლში გაწერა და იქ მკურნალობა შეუძლიათ.

კომენტარი