102 წლის ქალბატონი, რომელიც ე.წ. ესპანურ გრიპს გადაურჩა, კორონავირუსს ებრძვის

102 წლის ქალბატონი, რომელიც ე.წ. ესპანურ გრიპს გადაურჩა, კორონავირუსს ებრძვის

127
გაზიარება

კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება მილიონობით ადამიანს აძულოს შეასრულონ მითითება სახლში დარჩენის შესახებ, თუმცა ორელ ბორსეკასთვის ეს მის მიერ გადატანილი  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირველი  გლობალური კრიზისი არ არის.

ადამიანი, რომელიც მალე 103 წლის გახდება სულ რამდენიმე თვის იყო, როდესაც მომაკვდინებელმა ე.წ. ესპანურმა გრიპმა 1918 წელს მთელ მსოფლიო მოიცვა, რის შედეგადაც დედამიწის პოპულაციის მესამედი დაინფიცირდა და 50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია პირადად არ ახსოვს, ბორგესკას თქმით, ის ნათესავების მიერ ნაამბობ ისტორიებს ვერასდროს დაავიწყებს.

“დედაჩემის ძმას და მის მეუღლეს შვილები არ ჰყავდათ. ეპიდემიის დროს ქალებმა თავიანთ ქმრებს მათთან დარჩენის ნება დართეს. სამწუხაროდ დეიდაჩემს გრიპი შეეყარა და გარდაიცვალა” – ამბობს ბორგესკა.

ამ მოგონებებს იგი საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც თან ატარებს და კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისისგან თავდასაცავად ზომებსაც იღებს. ის მიჩიგანში, თავის ქალიშვილ ბონისთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

“ეს პერიოდი მე ბევრს ვქსოვ, ვკითხულობ და ჩემს გოგონასთან ერთად სქრაბლს ვთამაშობ. მე ღრმად მწამს, რომ ყოველივე ღვთის ხელშია და ყველაფერი კარგად იქნება.” – განაცხადა მან და დაამატა, რომ ოჯახის სხვა წევრები მისი მონახულების მიზნით მასთან სასტუმრო ოთახის ფანჯარასთან მიდიან.

საუკუნოვანი ადამიანი მომდევნო სამშაბათს 103 წლის გახდება, ამიტომ რამდენიმე მეზობელმა თავი მოიყარა, რათა იგი უსაფრთხო დისტანციიდან მოინახულონ და იუბილე მის ეზოში გაწყობილი სპეციალური დეკორაციებით მიულოცონ.

კომენტარი