ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ათონელის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

51
გაზიარება

მთაწმინდის რაიონში, ათონელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2600 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი.

ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.

კომენტარი