ეროვნული სასახლის კინოფესტივალი „თაობა“ ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს შეუერთდა

ეროვნული სასახლის კინოფესტივალი „თაობა“ ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს შეუერთდა

87
გაზიარება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოფესტივალი „თაობა“ ევროპული კინოაკადემიის ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს შეუერთდა.

3 სრულმეტრაჟიანი ფილმი, 32 ქვეყანა და ათასობით ახალგაზრდა – საქართველოში მცხოვრებ 12-14 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს ღონისძიებაში საქართველოს სახელით მიიღონ მონაწილეობა.

შერჩეული ახალგაზრდები 23-25 აპრილს სპეციალურად მათთვის შერჩეულ სრულმეტრაჟიან ფილმს ნახავენ Festival Scope პლატფორმის მეშვეობით, ხოლო 26 აპრილს მონაწილეობას მიიღებენ ონლაინდისკუსიაში და საუკეთესო ფილმს მისცემენ ხმას.

ფილმების ჩვენება, დისკუსია და ხმის მიცემა დისტანციურ რეჟიმში მოხდება.

კომენტარი