მოგზაურობა საქართველოში – იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას კოლექცია

მოგზაურობა საქართველოში – იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას კოლექცია

136
გაზიარება

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში 2018 წლის 5-13 მაისს იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ვიტორიო სელას ნამუშევრები, რომლებიც თავისი პირველი არაევროპული ექსპედიციების დროს ფირზე აღბეჭდა საქართველოში – სვანეთსა და რაჭაში, რომელთაც ის სამჯერ ესტუმრა 1889-1890 და 1896 წლებში. ამ ექსპედიციების დროს სელამ დალაშქრა და გადაიღო ოცდაათზე მეტი მწვერვალი კავკასიაში, მათგან ოცი კი პირველმა დაიპყრო. მოგვიანებით, საგანგებოდ კავკასიური ექსპედიციებისთვის, ვიტორიო სელას წმიდა ანას ორდენი მიენიჭა, რადგან მისი ღვაწლი, გარდა საკუთრივ ფოტოგრაფიისა და ალპინიზმისა, ფასდაუდებელი აღმოჩნდა ტოპოგრაფიული თვალსაზრისით – მრავალი მონაცემი გასწორდა გეოგრაფიის ევროპულ აკადემიურ გამოცემებში.

კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივს 1983 წელს მთარგმნელმა და რეჟისორმა, რევაზ (რეზო) თაბუკაშვილმა გადასცა. მან სელას ნამუშევრებს იტალიაში მიაკვლია. კოლექცია აერთიანებს სვანეთისა და რაჭის ამსახველ ეთნოგრაფიული ხასიათის პორტრეტებსა და მხატვრულ პეიზაჟებს, რომლებიც ვიტორიო სელამ საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო.

#დარჩისახლში და დაათვალიერე იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას, კოლექცია ეროვნული არქივის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://archive.gov.ge/

კომენტარი