ქმრის მხარდაჭერა სიმსივნით დაავადებულ მეუღლეს, რომელმაც საავადმყოფო აალაპარაკა

ქმრის მხარდაჭერა სიმსივნით დაავადებულ მეუღლეს, რომელმაც საავადმყოფო აალაპარაკა

156
გაზიარება

მას შემდეგ, რაც მის ცოლს, კელი კონერს, იანვარში მკერდის სიმსივნე დაუდგინდა, ალბერტ კონერს ქიმიოთერაპიასთან თუ ტესტირებასთან დაკავშირებული ერთი შეხვედრაც არ გამოუტოვებია.

როდესაც კონერმა, რომელიც სამი შვილის მამაა, გააცნობიერა, რომ  საავადმყოფოში კორონავირუსული პანდემიის გამო მიღებული შეზღუდვების წყალობით, ცოლის ქიმიოთერაპიის კურსზე დასწრებას ვეღარ შეძლებდა, გადაწყვიტა მხარდაჭერა სხვა გზით გამოეხატა.

44 წლის კონერმა, ტეხასის შტატში მდებარე “MD anderson – ის” სახელობის სიმსივნის ცენტრის ეზოში დატოვა ნიშანი, წარწერით : “მე ვერ ვიქნები შენთან, მაგრამ მე აქ ვარ”. იგი ასევე სიყვარულს უხსნიდა მის მეუღლეს და საავადმყოფოს პერსონალისადმი მადლიერებას გამოხატავდა.

“თავს კარგად არ ვგრძნობდი, რადგან ამ ყველაფრის ნაწილი აღარ ვიყავი. მე მას დავპირდი, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მის გვერდით ვიქნებოდი და ახლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიტყვა გავტეხე. მე უბრალოდ მხარდაჭერის ნიშნად პოსტერები მოვიტანე, რომლებიც მე და ჩემმა შვილებმა გავაფერადეთ” – განუცხადა კონერმა “Good Morning America – ს”

40 წლის კელი კონერი ფიქრობდა, რომ მისი მეუღლე ტეხასში, კერძოდ, მისური სითიში, მათ სახლში იმყოფებოდა, რადგან კელი თავად მოვიდა საავადმყოფომდე, მას მერე, რაც ქმარი დაარწმუნა, რომ თავს მარტოც გაართმევდა. შემდეგ კელიმ მიიღო შეტყობინება, რომ მისი მეუღლე გარეთ, ავტოსადგომზე იმყოფებოდა.

“როგორც კი ამის შესახებ მომწერა, მაშინვე ჩემს სკამში მოვთავსდი და ფანჯარაში გავიხედე, ის იქ იყო. ამის დანახვისას ცრემლები ვერ შევიკავე. მის მიმართ უდიდესი სიყვარული ვიგრძენი, რადგან გავიაზრე, რომ ყველაფერი ჩემთვის გააკეთა. ამ მომენტში სუნთქვა გამიძნელდა, რის გამოც მედდა ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა და როდესაც გარეთ გაიხედა, ცრემლები ვერც თავად შეიკავა.” – განაცხადა კელი კონერმა.

ალბერტის თქმით, ის ექთნებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ, რის გამოც სკრინინგის დაწყებამდე გარეთ გამოსულ რამდენიმე მათგანთან იგი მადლობის პირადად სათქმელად მივიდა.

“რამდენიმე მათგანმა მითხრა, რომ მათი სამსახურში მოსვლის მიზეზი მე ვიყავი. ყურადღებამ მცირე დისკომფორტი შემიქმნა, თუმცა, ამავდროულად კარგ განწყობაზე დამაყენა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო.”  – ამბობს კონერი.

ალბერტ კონერის თქმით, მან პოსტერის ზომის ნიშანი გააკეთა, რათა მის მეუღლეს წარწერის დანახვა არ გაძნელებოდა, მიუხედავად იმისა, თუ სად დააყენებდა ავტომობილს. საბედნიეროდ, მან ავტომობილის დაყენება იმ ოთახის პირდაპირ მოახერხა, რომელშიც კელი რამდენიმე დღე იყო მოთავსებული.

კელი კონერის ქიმიოთერაპიის კურსი მაისის ბოლო დასრულდება, რის შემდეგაც მას ოპერაცია და დასხივება ჩაუტარდება. ამის მერე იგი კვლავ გაივლის ქიმიოთერაპიის ახალ კურსს, რომელიც უფრო რთული და ხანგრძლივი იქნება.

კონერები აცხადებენ, რომ თავდაპირველად ისინი საავადმყოფოს გადაწყვეტილებით, რომელიც პაციენტების სტუმრობას კრძალავდა, უკმაყოფილონი იყვნენ, თუმცა კარგად იაზრებენ ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომების საჭიროებას.

“როდესაც ფიქრს თითოეულ მედდაზე, ექიმსა და პაციენტზე იწყებ, ეს შესანიშნავი განცდაა. შეუძლებელია ამ ადამიანებს რამეზე შეეკამათო, მათ უბრალოდ მხარი უნდა დაუჭირო.” – აცხადებს ალბერტ კონერი.

შექმნილი ვითარების მიუხედავად, ალბერტი მეუღლის მხარდასაჭერად შესაბამისი პირობების შექმნას აპირებს. მან საკეტების ბიზნესი დახურა, რათა სახლში კელისთან დარჩენილიყო, რომელიც, თავის მხრივ, იმუნიტეტდაქვეითებული, სახლიდან მუშაობს.

ოჯახი იმედოვნებს, რომ მათი დაავადებული წევრი ქიმიოთერაპიის კურსს წარმატებით დაასრულებს. თუ ასე არ მოხდა, ალბერტის თქმით, იგი მეუღლისთვის საავადმყოფოს ეზოში ზარს ჩამოკრავს.

“კორონავირუსის პანდემია ერთგვარი შთაგონებაა ადამიანებისთვის, რათა სიყვარული და მხარდაჭერა შემოქმედებითი გზებით გამოხატონ.” – ამბობს კელი კონერი.

კომენტარი