აღდგომის დღესასწაული და პანდემიის გამო დარღვეული ტრადიციები მსოფლიოს ქვეყნებში

აღდგომის დღესასწაული და პანდემიის გამო დარღვეული ტრადიციები მსოფლიოს ქვეყნებში

177
გაზიარება

სააღდგომო უქმე დღეები მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნისთვის სულაც არ ჰგავს დღესასწაულს: დახურულია ეკლესიები, შეზღუდულია მასობრივი რელიგიური მსვლელობები და სარიტუალო ღონისძიებები. მიუხედავად ყველაფრისა, კარანტინის გამო სახლში დარჩელი მოსახლეობა ოჯახურ წრეში მაინც ცდილობს, იზეიმოს აღდგომის დღესასწაული.

ბევრ ქვეყანაში შეზღუდულია გადაადგილება, დაწესებულია ე.წ. კომენდანტის საათი, ზოგან გადაადგილება დღისითაც შეზღუდულია. ქალაქების შესასვლელ-გამოსასვლელებში მოწყობილია ბლოკპოსტები სადაც ხალხს აკონტროლებენ და უზომავენ სიცხეს. მაგალითად, სლოვაკეთში, სადაც შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტი ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, თუნდაც პირადი ტრანსპორტით, მოსახლეობა მაინც ცდილობს გადაადგილებას. მათ საათობითაც უწევთ საცობებში დგომა თუკი ქალაქის დატოვებას დააპირებენ, ვინაიდან ყველა შემოწმებას გადის.

ირლანდიის მთავარმა ტურისტულმა რეგიონებმა განაცხადეს, რომ არ მიიღებენ აღდგომის დღესასწაულის ფარგლებში ჩამოსულებს. ქალაქ ბანდორანში უკვე გამოთქვეს უკმაყოფილება ხალხის ქუჩაში მატებასთან დაკავშირებით. ქალაქი ძალიან არის დამოკიდებული ტურიზმზე და როგორც წესი, აღდგომის დღესასწაულზე იქ ხალხმრავლობაა, მაგრამ ახლა ბანდორანის ქუჩები ცარიელია, სასტუმროები და მაღაზიები კი, დაკეტილი.

ესპანეთის ქალაქ მალაგაში აღდგომის დღესასწაულზე, როგორც წესი, ასევე ხალხმრავლობაა. ერთ-ერთ ქუჩაზე მრავალი ორთოდოქსული საძმოა დასახლებული, მაგრამ მხოლოდ მცირე ჯგუფი მივიდა ქრისტეს სამრეკლოში სალოცავად.

ტრადიციულად, მალაგაში აღდგომას ძალიან დიდი ზეიმით ხვდებიან. ქალაქში, როგორ წესი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი სტუმარი ჩამოდის, მაგრამ მოსახლეობამ მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი და ისინი აღდგომის კვირეულს საკუთარ აივნებზე ატარებენ.

კომენტარი