როგორ შეიქმნა „დედა ენა“ და რატომ დაეთმო პირველი ადგილი „ია”-ს – 14...

როგორ შეიქმნა „დედა ენა“ და რატომ დაეთმო პირველი ადგილი „ია”-ს – 14 აპრილი „დედაენის დღეა“ 

10583
გაზიარება

წიგნს ძეგლი პირველად თბილისში დაუდგეს და უკვე წლებია, „დედაენის დღე“, ტრადიციულად, 14 აპრილს აღინიშნება. ძეგლი ამავე სახელწოდების პარკში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე „მშრალ ხიდთან“ დგას. მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც, ეს-ესაა, ზარს შემოჰკრავს. ძეგლის ავტორებს, მოქანდაკეებს ელგუჯა ამაშუკელსა და ნოდარ მგალობლიშვილს, შესანიშნავად აქვთ გადმოცემული XIX საუკუნეში ქართველ წერა-კითხვის გამავრცელებელთა უმთავრესი მიზანი.
დღევანდელი „დედა ენის“ პარკის ადგილას ბაღის გაშენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში, ძირითადად, 81_bigჭადრები დარგეს. უფრო ადრე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც თავის დროზე, მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაიფარა.
14 აპრილის „დედაენის დღედ“ დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა, ათიათასობით ადამიანი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა. ასე დამკვიდრდა „დედაენის დღეც“.

როგორ შეიქმნა წიგნი “დედა ენა”, რომელიც ქართველებისთვის ენის შესასწავლ პირველ წიგნად იქცა?
1236675_643933735661500_2046418747_nმე–19 საუკუნეში, ქართული სახელმწიფოს გაუქმების მიზნით, რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული რეფორმებისა და რეპრესიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ქართული გენისა და თვითშეგნების გადაგვარება იყო. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აიკრძალა, არისტოკრატია ქართულად ხმის ამოღებას ერიდებოდა, ქართული ენის შესასწავლად, მხოლოდ ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიაზე კი, საერთოდ აღარ იყო საუბარი.
მოწინავე ახალგაზრდობამ რუსეთის გეგმებს „ენა, მამული, სარწმუნოების“ ცნება დაუპირისპირა. მათ შორის იყო მწერალი იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც 1865 წელს შეადგინა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეებისთვის“. დიდმა პედაგოგმა წიგნს „დედა ენა“ 1876 წელს უწოდა. მეთოდოლოგიური, ფსიქოლოგიური, პედაგოგიური დახვეწის შემდეგ, 1876 წელს მან გამოსცა ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისთვის – ”დედა ენა”.

10515102_708064579248415_8148399296864822059_o“წიგნში განსაკუთრებული ყურადღება საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალურ, ზნეობრივ და პატრიოტულ კრიტერიუმებს დაეთმო. ავტორი თითოეულ სიტყვას, ყმაწვილებისთვის დაწერილ მოთხრობასა თუ ლექსში, სათუთად აზუსტებდა, ხვეწდა მეთოდურ ნიუანსებს, რომ მარტივიდან რთულისკენ სვლა ბუნებრივი, სასურველი და სახალისო ყოფილიყო. გოგებაშვილს საყოველთაო განხილვის საგნად გამოჰქონდა თითოეული ასოს მოხაზულობა და ყოველი სიახლე უძველეს ქართულ მწიგნობრულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. „დედა ენა“ ერთ–ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისათვის. „დედა ენის“ არსებობა ერის არსებობას ნიშნავს, ენის სიცოცხლე – ერის სიცოცხლეს”, – აღნიშნავენ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
„დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას „ია“ თავი სურათით. რადა? იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბე iakob gogebashviliვრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა. ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ხმასა და ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგრას. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას…“- წერდა თავად წიგნის ავტორი, იაკობ გოგებაშვილი.
როგორც მუზეუმში განაცხადეს, მწერლის პირად არქივში დაცულია მასალა, რომელიც დედაენაზე მუშაობის პროცესს ასახავს, როგორ აზუსტებდა, ხვეწდა თითოეულ ნიუანსს, მეთოდს10154567_658428764211997_3288023154497971717_n, ხერხს, სიტყვას… როგორ ცდილობდა, რაც შეიძლება სახალისო ყოფილიყო ყმაწვილთათვის მის მიერ შეთავაზებული მოთხრობა თუ ლექსი.
წიგნი, რომელიც დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, ავტორის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გამოცემა სპეციალურ კომისიას მიანდეს. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა.
ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძეც „დედა ენას“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა: „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთ დედაენისათვის რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ და ვნატრულობთ  იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია“, – წერდა იგი.
როგორც იაკობ გოგებაშვილის სახელ-მუზეუმში აცხადებენ, გოგებაშვილის მიერ შექმნილი წიგნის ყოველმხრივ სრულყოფილებაზე ისიც მიუთითებს, რომ თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგაც თანამედროვე „დედა ენა“ ამ დიდი მოღვაწის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს პრინციპებს ემყარება. საანბანე ნაწილის აგების პრინციპი, წიგნის თემატური მხარე იყო საფუძველი იმისა, რომ 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე იაკობის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა.

კომენტარი