ეროვნულ კინოკლუბში ახალი ქართული ფილმების ონლაინჩვენება რატი ონელის ფილმით დასრულდება

ეროვნულ კინოკლუბში ახალი ქართული ფილმების ონლაინჩვენება რატი ონელის ფილმით დასრულდება

103
გაზიარება

21 აპრილს, 19:00 საათზე ეროვნული კინოკლუბი რატი ონელის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი დოკუმენტური ფილმის „მზის ქალაქის“ ჩვენებას გამართავს.
ამით დასრულდება ეროვნული კინოკლუბის ონლაინ კინოჩვენებები.
„გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა რეჟისორსა და პროდიუსერს, ვინც შემოუერთდა ჩვენს ინიციატივას და გარკვეული დროით გაასაჯაროვა თანამედროვე ქართული ფილმები. ასევე, მადლობას გიხდით თქვენ ინტერესისთვის და გულშემატკივრობისთვის“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მარტისა და აპრილის თვეში ეროვნული კინოკლუბში სულ  17 ახალი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
ფილმის ნახვა შესაძლებელია ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე: GNFC – Georgian National Film Center

კომენტარი