მთაწმინდაზე კიდევ ერთი კედლის მშენებლობა დასრულდა

მთაწმინდაზე კიდევ ერთი კედლის მშენებლობა დასრულდა

177
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

ამჯერად, ჯაფარიძის ქუჩა № 8-ში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. პროექტის შედეგად, სავალი გზა და ახლომდეcბარე საცხოვრებელი სახლები გრუნტის ჩამოშლისგან იქნება დაცული და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოგვარდება.

პროექტის ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო.

კომენტარი