კვირაში 2 დღე კერძო ავტომობილების გარეშე – კალაძის ინიციატივა თბილისს

კვირაში 2 დღე კერძო ავტომობილების გარეშე – კალაძის ინიციატივა თბილისს

407
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, 2020 წლის მარტში ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა შემცირებულია. როგორც მან საკუთარ „ფეისბუქმიმართვაში“ აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა დადებითად იმოქმედა თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე, ხოლო იმისათვის, რომ მიღწეული შედეგის შენარჩუნება შევძლოთ, მერი მოქალაქეებს კვირაში ორი დღით კერძო ტრანსპორტის აკრძალვის იდეას სთავაზობს.

„როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა,  მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათსა და კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილებისა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს იდეაა და ამას დასჭირდება დახვეწა, თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ კიდეც, თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ, ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი