23 აპრილს წიგნის დღე დისტანციურად აღინიშნება

23 აპრილს წიგნის დღე დისტანციურად აღინიშნება

131
გაზიარება

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით „პალიტრა L“ ონლაინღონისძიებებს გამართავს.
#დარჩითსახლში და შემოგვიერთდით,”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
12:00 – „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული რომანის ავტორი, თათული ღვინიანიძე ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, რა გზა გაიარა მკითხველამდე მისასვლელად და როგორ გახდა ბესტსელერის ავტორი.
13:00 – „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული ელის დოჯსონის რიგით მესამე წიგნის „ამ მთისა და იმ ბარისა“ წარდგენა გაიმართება. რომანი ხევსურულ დიალექტზეა დაწერილი. წიგნს ავტორთან ერთად წარადგენს რედაქტორი ლია თოფურია.
„ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს“, – ამირან არაბული, ლიტერატორი.
16:00 – „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებული და 2019 წლის ბესტსელერი ნომინაციაში „ქართველი ავტორი“ ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ისაუბრებს თავის ახალ რომანზე – „მე არ ვარ ნეონი“, რომელიც მალე გამოიცემა; ასევე, იგი მკითხველს შესთავაზებს რამდენიმე ლექსს თავისი პოეტური კრებულიდან – „შავი ფურცელი“.

კომენტარი