23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა – მეცნიერის სახელობის ქუჩის ისტორია

23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა – მეცნიერის სახელობის ქუჩის ისტორია

100
გაზიარება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქუჩა ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგურის ქუჩიდან კონსტიტუციის ქუჩამდე მდებარეობს. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-იან წლებში. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინფორმაციით, ქუჩა აღნიშნულია თბილისის 1851 წლის გეგმაზე. ადრე მას ნიკოლოზის, 1922 წლიდან კი, მ. კალინინის სახელი ერქვა.

ქუჩასა და მოედანს ძველი სახელი დაერქვა ნიკოლოზ I-ის პატივსაცემად. ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ივანე ჯავახიშვილი, რის გამოც 1990 წელს ქუჩას მისი სახელი ეწოდა. ამავე ქუჩაზეა პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესია (XIX საუკუნის 70-იანი წლების), წმინდა ალექსანდრე მეველის ეკლესია (1864 წელი).

XIX საუკუნის დასასრულს, 1889-1901 წლებში ამ ქუჩის N7-ში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე, აქვე იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. ამჟამად ამ შენობაში განთავსებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.

კომენტარი