ბიძინა გიორგობიანი: საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილები და მშენებლობებია

ბიძინა გიორგობიანი: საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილები და მშენებლობებია

165
გაზიარება
ბიძინა გიორგობიანი - გარემოს დამცველი

ეკოლოგ ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, კორნავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკოლოგიური თვალსაზრისით აჩვენა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ავტომობილები და მშენებლობებია. ამის შესახებ გიორგობიანმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

ეკოლოგი მიიჩნევს, რომ რეგულაციები სწორედ ამ ორი მიმართულებით უნდა გამკაცრდეს.

„როგორც ამ შეზღუდვებმა გვაჩვენა, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, როგორც ეს არაერთხელ აღმინიშნავს, ავტომობილები და მშნებლობებია. მშენბელობები როგორც კი გაჩერდა, ჰაერს მაშინვე დაეტყო, ერთ დღეშივე. ჩვენ საწარმოო ფაბრიკა-ქარხნების და სხვა გამონაბოლქვები, ეს იქნება ელექტრო სადგურები თუ სხვა, არ გვაქვს. ჩვენთან, ძირთადად, ავტომობილების და სამშენებლო მტვრისგან დაბინძურებაა. ეს პრაქტიკაშიც დადასტურებულია: ვნახეთ, 2 კვირა რომ გაჩერდა ეს ყველაფერი, ჰაერი გაიწმინდა.

ეს რას ნიშნავს? პირველი იმას, რომ საწვავის შემომტანები, როდესაც დებენ ცნობას, რომ მათ მიერ შემოტანილი საწვავი არ შეიცავს მაღალი რაოდენობის გოგირდის დიოქსიდს და ტყვიას, ეს ტყუილია და ამაზე სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს.

მეორე- სამშენებლო რეგულაციები, რომლებიც ქაღალდზე ლამაზად წერია და ქალაქის მერიამაც რამდენჯერმე თითქოს გაამკაცრა ეს რეგუალციები, უბრალოდ არ მუშობს. სამშენებლო მოედნებიდან მტვერი ქალაქს ეფინება და ამიტომ არის ხოლმე ასეთი გაუსაძლისი ჰაერი თბილისში.

ასევე აღსანიშნავია ის, რომ მეორადი მანქანებია პრობლემა. ტექნიკურმა დათვალიერებამ რა შედეგი გამოიღო ამ თვალსაზრისით, არ ვიცი. მე ქუჩაში ვხვდები ისეთ მანქანებს, რომლებიც რანაირად გადიან ამ ტექნიკურ დათვალიერებას და რა ფოკუსებს ატარებენ, არ ვიცი, ანუ ტექნიკურ დათვალეირებას გარემოს დაცვითი მიმართულებით არანაირი ეფექტი არ მოუტანია. ეს მეორადი მანქანები ერთერთი ყველაზე ძლიერი დამაბინძურებელია“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა „კვირასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მათი ცნობით, ჰაერში განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდის შემცველობაა შემცირებული, რაც, სავარაუდოდ, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთანაა დაკავშირებული .

დღეიდან მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დაშვებულია.

წყარო: kvira.ge

თამუნა შეყილაძე

კომენტარი