99 წლის ვეტერანმა ექიმებისთვის 28 მილიონი შეაგროვა და ბრიტანული „ჩარტი“ დაიპყრო (ვიდეო)

99 წლის ვეტერანმა ექიმებისთვის 28 მილიონი შეაგროვა და ბრიტანული „ჩარტი“ დაიპყრო (ვიდეო)

228
გაზიარება

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა, ტომ მურმა, რომელმაც ბრიტანელი ექიმებისთვის 28 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეაგროვა, სიმღერა შეასრულა და ბრიტანული „ჩარტი” დაიპყრო.

მან ქველმოქმედების მოსაზიდად პირობა დადო, რომ ასჯერ შემოივლიდა 25-მეტრიან ეზოს, სანამ 100 წლის გახდებოდა. ამით ტომმა საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა, შემდეგ კი, მოხუცმა შეასრულა სიმღერა და ბრიტანეთის სოციალური ქსელი დაიპყრო. ჯამში, ეზოს შემოვლის პროცესში მიღებული შემოწირულობებისა და სიმღერის სწრაფი პოპულარობის შედეგად, მოხუცმა 28 მილიონის შეგროვება მოახერხა.

როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, კაპიტანი მური ყველაზე მოხუცი შემსრულებელია, რომელმაც ბრიტანულ „ჩარტში” პირველი ადგილი დაიკავა.

ტომ მური მომღერალ მაიკლ ბოლს და სამედიცინო მუშაკების გუნდს – NHS Voices Of Care შეუერთდა, რათა ქავერი გამოეშვა სიმღერაზე You Never Never Walk Alone. აღსანიშნავია, რომ მოხუცი შემოწირულობების შეგროვებას და ეზოს ასჯერ შემოვლის დაპირების შესრულებას აგრძელებს.

კომენტარი