თბილისის მერია სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს

თბილისის მერია სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს

183
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანა იგეგმება. როგორც მან „ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, მათი მეშვეობით, მოქალაქეები ბავშვების გდაყვანასაც შეძლებენ.

„მომავალში დედაქალაქის მერია გეგმავს ველოსიპედების, ასევე სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას. მათ, ვისაც უფრო კომფორტულად უნდა მგზავრობა, შეუძლია ბავშვები ჩაისვას უკან. ასეთი ველოსიპედის შემოყვანასაც ვაპირებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. ამ პროექტს უშუალოდ მერია განახორციელებს. მუნიციპალიტეტი ველოსიპედების შემოყვანას მომდევნო თვეების განმავლობაში აპირებს და ამ ველოსიპედებით სარგებლობის საფასურს მოსახლეობა, სავარაუდოდ, მეტრომანებით გადაიხდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი