საბავშვო ბაღის პედაგოგი, 80 000 აღსაზრდელით

საბავშვო ბაღის პედაგოგი, 80 000 აღსაზრდელით

154
გაზიარება

მშობლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ადრეული განათლების ეტაპზე რაც ნაკლებია მოსწავლეთა ოდენობა, მით უკეთესია შედეგი.

თუმცა, ეს მოსაზრება აშკარად არ ერგება მეგან ჯესენსს, რომელსაც 80 000 აღსაზრდელი ჰყავს და ის თითოეულს არჩევს ერთმანეთისგან.

საბავშვო ბაღის ყოფილი და ამჟამად ადრეული განათლების პედაგოგი, ჯესენსი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე – “Miss Megan’s Camp Kindergarten” ყოველდღე, დილის 10 საათზე, ერთი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ერთვება. მის გამოსვლას ათასობით ბავშვი უყურებს და მისი მეშვეობით ეცნობა კალენდარს, წერილებს, სიტყვების სავარჯიშოს და ა.შ.

იგი ამ ყველაფერს საკუთრი ორი შვილის სწავლისა და ზედამხედველობის პარალელურად აკეთებს.

მისი თქმით, ეს იყო ამ საქმის ყველაზე რთული ასპექტი, თუმცა შექმნილი რეალობა მას ბავშვების აღზრდის განსხვავებულად გააზრებაში ეხმარება. ის ყველაფერს ცოცხალი აუდიტორიის წინაშე აკეთებს.

თავდაპირველად, მან ეს პროექტი მისი 6 და 4 წლის ქალიშვილებისთვის წამოიწყო.

“მე ჩამოყალიბებული წესებისა და წყობის მომხრე ვარ. ვიცოდი, რომ ჩემი გოგონების შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა ეს მიდგომა, რომელიც მეც მეხმარება.

ჯესენსმა მიიჩნია, რომ მას კიდევ რამდენიმე პატარის დახმარებაც შეეძლო. ამიტომ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ იკითხა, იყვნენ თუ არა პროცესში ჩართვის მსურველები. მას პირველ პირდაპირ ჩართვამდე ჯგუფში უკვე 15 000 ადამიანი ჰყავდა.

ორშაბათისთვის ეს რიცხვი 87 000 – მდე გაიზარდა. ეს ჯგუფი  კორონავირუსის პანდემიის გამოჩენიდან დღემდე ერთ-ერთი უდიდესია.

ამჟამად, უამრავი ადამიანი, მეტი ვიდრე ოდესმე, გაწევრიანებულია ფეისბუქის მილიონობით ჯგუფში, რომლებიც ყველა თემატიკას მოიცავს. მაგალითისთვის, აშშ – ში 4,5 მილიონი ადამიანია თავმოყრილი Covid – 19 – თან დაკავშირებით არსებულ ჯგუფში.

ჩართვებიდან 6 კვირის თავზე, ჯესენსი აცხადებს, რომ მას ნეგატიური უკუკავშირი არ ჰქონია.

“ბავშვები ამ ყველაფერს მოუთმენლად ელიან, რაც მშობლებს მათგან ათავისუფლებს და უფროსი შვილებისთვის დახმარების საშუალებას აძლევს, მანამ, სანამ პატარები სწავლობენ. ყველა მხარე მოგებულია. იქიდან გამომდინარე, რომ მშობელთა უმეტესობა პედაგოგები არ არიან, წამოწყება მათ საშუალებას აძლევს, გაეცნონ საბავშვო ბაღში არსებულ შიდა სამზარეულოს.” – ამბობს ჯესენსი.

იგი გაკვეთილების გაგრძელებას, ზაფხულის ჩათვლით, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გეგმავს.

ჯესენსი ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული ონლაინ გაკვეთილების ამგვარ განვითარებას ვერ წარმოიდგენდა და რომ მაყურებელს შეუძლია მისი იმედი ყოველთვის ჰქონდეს.

“ვიღვიძებთ, ვიცვამთ და მივდივართ კლასში. ეს დღის ტრამპლინია.” – აცხადებს მეგანი.

კომენტარი