ტრანსპორტში მოქალაქეების უსაფრთხოდ განთავსებას სპეციალური კადრები უზრუნველყოფენ

ტრანსპორტში მოქალაქეების უსაფრთხოდ განთავსებას სპეციალური კადრები უზრუნველყოფენ

152
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრნასპორტის ამოქმედების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებში იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების სწორად განთავსებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული განცხადება ქალაქის მერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ადამიანებზე, რიგით მოქლაქეებზე ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩვენ გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, თუ როგორ უნდა დასხდნენ და როგორ უნდა დადგნენ, მაგრამ საზოგადოების გონიერება და სიფხიზლე მაინც მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა კალაძემ.

როდის გააგრძელებს ფუნქციონირებას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც თბილისის მერი განმარტავს, ქალაქის ხელმძღვანელობა სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდება.

კომენტარი