როგორ აპროტესტებენ კარანტინს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

როგორ აპროტესტებენ კარანტინს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

149
გაზიარება

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად შეზღუდვები დააწესა: კარანტინი, დახურული საზღვრები, კომენდანტის საათი…

ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, თანდათან შეამსუბუქოს მიღებული შეზღუდვები, სხვაგან კი, პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა. საკარანტინო ზომები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში პროტესტს იწვევს. ადამიანები ქუჩებში იკრიბებიან და აქციებს აწყობენ.

პროტესტი თვითიზოლაციის რეჟიმის გამო კოლუმბუსში, შტატი ოჰაიო, აშშ. წარწერა პლაკატზე:„ყველა სამუშაო ადგილი საჭიროა“ და „გახსენით ჩვენი ეკონომიკა“.

საპროტესტო აქცია თვითიზოლაციის წინააღმდეგ ვლადიკავკაზში, რუსეთი. 1500-მდე დემონსტრანტი შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა, ასევე ფინანსურ დახმარებას ეპიდემიისგან დაზარალებულთათვის.

არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ციხეში პატიმრებმა საპროსტესტო აქცია მოაწყეს მოთხოვნით – გაეთავისუფლებინათ პატიმართა ნაწილი, რათა სისტემაში COVID-19-ის აფეთქება თავიდან აერიდებინათ.

მიგრანტების საპროტესტო აქცია ავსტრალიაში, ბრისბენში, დროებით თავშესაფარში. ისინი ეპიდემიის აფეთქებას უფრთხიან, ვინაიდან არ აქვთ პიროები, რომ დისტანცია დაიცვან.

ტორონტო, კანადა. პროტესტი საწარმოების მუშაობის შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.

პროტესტის მონაწილე ვენაში „ლოკდაუნის“ წინააღმდეგია. წარწერა პლაკატზე – „სიყვარული?“.

​ დემონსტრაცია ბრაზილიაში.

უმუშევრად დარჩენილთა პროტესტი ნეაპოლში, იტალიაში. ისინი კომპენსაციას ითხოვენ საკარანტინო ზომების მიღების გამო, ასევე ნიღბებს და ტესტებს ინფექციისთვის.

მაგადიშოში, სომალში, პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომენდანტის საათის დროს პოლიციამ ერთ-ერთ ადგილობრივს ესროლა.

საპროტესტო აქცია პოლონეთში, პოლონეთსა და ჩეხეთს შორის საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებით, რის გამოც ადგილობრივთა ნაწილმა სამსახური დაკარგა.

ბანგლადეშში სამკერვალო საწარმოების მუშაკები, „ლოკდაუნის“ ფონზე, ხელფასების გადახდას ითხოვენ.

 

კომენტარი