მუმბაის ურბანული „ჯურღმულები“ – ნოყიერი ნიადაგი ვირუსისთვის

მუმბაის ურბანული „ჯურღმულები“ – ნოყიერი ნიადაგი ვირუსისთვის

190
გაზიარება

დარავი მსოფლიოში ყველაზე დიდი, მჭიდროდ დასახლებული, განუვითარებელი გარეუბანი, უფრო სწორად, ურბანული „ჯურღმულია“, რომელიც ქალაქ მუმბაიში მდებარეობს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების კერად იქცა. 215 ჰექტარ ტერიტორიაზე 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვე, ანტისანიტარია, სუფთა წყლის, ასევე, საარსებო საშუალებების დეფიციტი, კარანტინის პირობებშიც კი, ინფექციის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს და ამას დეზინფექციაც ვერ უმკლავდება.

კომენტარი