გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ გზაგამყოფ კუნძულს ამწვანებენ

გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ გზაგამყოფ კუნძულს ამწვანებენ

85
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ გზა გამყოფ კუნძულებზე ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანისა და სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები უკვე განხორციელდა. ამასთან, ჰიდროთესვის პრინიცპით დაითესა ბალახი.

ამჟამად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. აღნიშნულ ტერიტორიაზე 19 ძირი ატლასის კედარი, 13 ძირი ჭადარი, 15 ძირი კვიდო, 50 ძირი კომპაქტური ტუია, 100 ძირი ძახველი, 50 ძირი ოლეანდრი და 30 ძირი ფოტინია დაირგვება.

სამუშაოებს შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური-ს ფოტო.

კომენტარი