ჭავჭავაძეზე ავტობუსები მანქანების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით ივლიან

ჭავჭავაძეზე ავტობუსები მანქანების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით ივლიან

312
გაზიარება
ფოტო: ირაკლი ორაგველიძე

ჭავჭავაძის გამზირზე მოწყობილმა გაჩერებებმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა – როგორც ჩასხდებიან მგზავრები ავტობუსში, როგორ ჩამოვლენ ისინი მუნიციპალური სატრანსპორტო საშუალებებიდან ან როგორ მივლენ მგზავრები გაჩერებებთან.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ავტობუსები შუა ზოლში, ავტომობილების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებენ. შესაბამისად, ავტობუსს კარი სწორედ გაჩერების მხრიდან ექნება, გაჩერებამდე მისასვლელად კი, მგზავრები გადასასვლელებით ისარგებლებენ.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარი