მთაწმინდის რაიონში წყალსაწრეტ მილებს ამონტაჟებენ

მთაწმინდის რაიონში წყალსაწრეტ მილებს ამონტაჟებენ

75
გაზიარება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.

ამჯერად, ორ მისამართზე: ვ. კოტეტიშვილის ქუჩა N11/2-ში და შოთა რუსთაველის გამზირის N26-ში არსებული საცხოვრებელი სახლების წყალსაწრეტი მილები იცვლება. აღნიშნულ მისამართებზე მსგავსი პროექტი ათწლეულები არ განხორციელებულა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

კომენტარი