მერაბ მეტრეველი: დიდი ამბავია ატეხილი ამ შუაში მოწყობილ გაჩერებებზე, არადა მე მომწონს

მერაბ მეტრეველი: დიდი ამბავია ატეხილი ამ შუაში მოწყობილ გაჩერებებზე, არადა მე მომწონს

239
გაზიარება

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ჭავჭავაძის გამზირზე, გზის შუაში მოწყობილ გაჩერებებზე საკუთარ აზრს სოციალურ ქსელის მომხმარებლებს უზიარებს. როგორც თავად აღნიშნავს, მას ეს გადაწყვეტილება მოსწონს.

„დიდი ამბავია ატეხილი ამ შუაში მოწყობილ გაჩერებებზე. ბევრი გაბრაზებული პოსტი და კომენტარი მხვდება, არადა მე მომწონს და შევეცდები ავხსნა რატომ:

ასეთი ამბავია მოკლედ: თანამედროვე ქალაქგეგმარება და ურბანისტიკა ამბობს, რომ ქუჩაზე რაც უფრო ნაკლები ადგილია მანქანისთვის და მეტი ფეხით მოსიარულისთვის და საზ. ტრანსპორტისთვის, საცობი უფრო ნაკლებია, შესაბამისად ქუჩები უნდა დაგეგმარდეს შემდეგი პრინციპით: ჯერ აკეთებ ფეხით მოსიარულისთვის სივრცეს, მერე ველობილიკს, მერე ავტობუსის ზოლს, და რაც დარჩება სივრცე, იქ ივლიან მაქნანები. ჭავჭავაძეც ამ პრინციპით მოეწყო. ველობილიკი რამდენად იქნება არ ვიცი, მაგრამ ტროტურაები ჩაიკეტა მაქნანებისთვის და იქ ვეღარავინ დააპარკინგებს. მარტო ფეხით მოსიარულეების სივრცე იქნება და გაკეთდა სპეციალური ზოლი ავტობუსებისთვის. მთელი ამ სამუშოას შესებამისად მანქანებისთვის დარჩა თითო ზოლი ორივე მხარეს.

მთავარი კითხვა რაც ჩნდება ისაა, რომ ეს ავტობუსის ზოლები რატომ გაკეთდა გზის შუაში და არა კიდეში, როგორც ეს პეკინზე და შარტავაზეა? პეკინზე და შარტავაზე ჭვაჭავაძისგან განსხვავებით ცლამხრივი მიძროაბაა და იქ ავტობუსის ერთი ზოლია. ჭავჭავაძეზე ტრანსპორტიც და ავტობუსიც ორმხრივად ივლის. ასეთ შემთხვევაშიც კეთდება კიდეებზე ავტობუსის ზოლები, მაგრამ ჩემი აზრით, შუაში ჯობია, რადგან როცა ზოლი კიდეშია, სადაც მანქნას შესვლის უფლება არ აქვს, მსუბუქი მანქანისთვის რთულდება მგზავრის ჩამოსმა, გადამკვეთ ქუჩაზე შეხვევა, მგზავრისთვის ტაქსის გაჩერება და ა. შ. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ გადაწყდა აქ ავტობუსის ზოლები შუაში, ხოლო რადგან ჩვენს ავტობუსებს კარი მარჯვნივ აქვთ, ავტობუსებს მოუწევს „პროწივზე“ სიარული, თუმცა ეს არანაირი პრობლემა არაა, რადგან იქ სხვა მანქანა ვერ შედის და ორ მიტყუპებულ ზოლში ავტობუსი რომელ მხარეს ივლის, რა მნიშვნელობა აქვს?

რაც შეეხება მგზავრების ჩასმას და გადმოსმას, ეს გაჩერებები, შუქნიშანთან ახლოს კეთდება და მგზავრები ჩვეულებრიბად ზებრაზე გადავლენ.“ – წერს ჟურნალისტი.

Merab Metreveli-ს ფოტო.

კომენტარი