ცხოვრება იზოლაციაში – ბრიტანელი ფოტოგრაფის საოცარი ნამუშევრები (ნაწილი VII)

ცხოვრება იზოლაციაში – ბრიტანელი ფოტოგრაფის საოცარი ნამუშევრები (ნაწილი VII)

84
გაზიარება

რამდენიმეკვირიანი იზოლაციის შემდეგ ფოტოგრაფმა, ბირჯიტა ზაუტმანმა აიღო საკუთარი ფოტოკამერა, ველოსიპედი და გარეთ გავიდა, უფრო სწორად, როგორც თავად ამბობს, 3-კვირიანი განმარტოების შემდეგ გარეთ დაბრუნდა.

ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, პანდემიისა და იზოლაციის პირობებში, საკუთარი სამეზობლო გადაეღო, თანაც ყველაფერი მთავრობის რეკომენდაციების დაცვით გაეკეთებინა. მოკლედ, ის ფოტოებს იღებს დილით, 9-დან 10 საათამდე, ყოველდღიური ვარჯიშის დროს, როცა ირგვლივ სიმშვიდეა. გადასაღები ობიექტებისგან 2 მეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული, რადგან მათ მოპირდაპირე მხარეს დგას და დისტანციასაც ინარჩუნებს. როდესაც მეზობლის სახლს უახლოვდება, ბირჯეტა მას შეტყობინებას უგზავნის, ასე რომ, დასაკაკუნებლად კარსაც არ ეხება.

როდესაც ფოტოგრაფმა ეს პროექტი დაიწყო, ხალხს მოეწონა და მსურველიც უფრო და უფრო მეტი გამოჩნდა. ამ ყველაფერს ის საფასურის გარეშე აკეთებს. მათ, ვისაც ბირჯეტა ამ შესანიშნავ ფოტოებს უღებს, შეუძლიათ, სურვილისა და შესაძლებლობისამებრ, მცირე თანხა „ადგილობრივ კვების ბანკს“ შესწირონ.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

Birgitta Zoutman Photography-ს ფოტო.

კომენტარი