მეცნიერების ვარაუდით, COVID-19-ს ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა შეუძლია

მეცნიერების ვარაუდით, COVID-19-ს ფსიქიკური აშლილობების გამოწვევა შეუძლია

271
გაზიარება

COVID-19-მა შესაძლოა დააქვეითოს გემოსა და სურნელის რეცეპტორები ასევე, გამოიწვიოს სხვა კოგნიტური აშლილობები. გარდა ამისა, სპეციალისტების აზრით, ვირუსი ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების წარმოქმნას, რომლებიც თავს მაშინვე არ იჩენს. საქმე იმაშია, რომ მეცნიერების თქმით, ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობები, კერძოდ, შიზოფრენია იმ ბავშვებში, რომლებიც დაავადებაგადატანილმა დედებმა გააჩინეს. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ მედიკოსების რჩევით, განკურნებული ქალების და ბავშვების მდგომარეობის გაკონტროლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.

მოქმედებს ნერვულ სისტემაზე

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა შესაძლო გართულებები გააანალიზეს, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას ეხება. საკუთარ კვლევაში მათ ივარაუდეს, რომ შორეული სიმპტომები, რომლებიც სხვა ეპიდემიების შედეგად ვლინდებოდა – ისპანკა, SARS და MERS – კორონავირუსის გავლენის შედეგადაც იჩენს თავს.

მკვლევრების დასკვნით, პრობლემა ხანგრძლივ, დაბეჯითებით შესწავლას მოითხოვს და ბიომედიკოსებმა ფქიქოსომატური სიმპტომების მონიტორიგი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გააგრძელონ. საჭიროა მათი დაკვირვება, ვინც დაავადება გადაიტანა მუცლად ყოფნის დროს, ბავშვობაში და ზრდასრულ ასაკში, რათა სრულიად შეფასდეს და მოხდეს COVID-19-ის ზეგავლენის გამომჟღავნება შორეულ პერსპექტივაშიც.

კომენტარი